Sunday, November 17, 2013

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

         ტრენინგის ბოლო დღეს დეტალურად განვიხილეთ ჩვენი პროექტის  პორთფოლიო.თითოეული საქაღალდე ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილეთ, გავასწორეთ შეცდომები და ავტვირთეთ ინტელის სასწავლო კურსის ბლოგზე.

     ამის შემდეგ,ჯგუფის თითოეულმა წევრმა გააკეთა საკუტარი პროექტის პრეზენტაცია და ერთმანეთს გავუზიარეტ გამოცდილება.

     ინტელის ტრენინგი იმაზე მეტად საინტერესო და აუცილებელი გამოდგა ვიდრე წარმოვიდგენდით. 

Saturday, November 16, 2013

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს დავათვალიერეთ ინტელის რესურსებში ფასილიტაციის მასალები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შევქმენი მოსწავლისათვის ფასილიტციის მასალები   

Sunday, November 10, 2013

ინტელის ტრეინგის მეშვიდე დღე

     ტრენინგის ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა.  დღეს გავეცანით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას;  შევქმენით დამხმარე მასალა განსაკუთრებული საჭიროების  მქონე მოსწავლეებისათვის.
https://drive.google.com/file/d/0BxXUINWwFsS1TnVNYVZTcW9YWXM/edit?usp=sharing 

   ასევე, მოვახდინეთ  გეგმის დახვეწა- სრულყოფა.

Saturday, November 9, 2013

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე

        ტრენინგის მეექსე დღეს  განვიხილეთ  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები, დავამზადეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.ვისწავლეტ პიკასას ალბომების გაკეთება.
        ტრენინგი მეტად საინტერესო იყო.

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მხუთე დღე

         ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გავეცანით საავტორო უფლებებს მოვახდინეტ მოწავლის ნამუშევრების განხილვა და შევადგინეთ კიდეც  , ასევე შევქმენით მოსწავლის ბლოგი.http://proeqtebisblogi.blogspot.com/.
დაწვრილებით განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები.

Saturday, November 2, 2013

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს   დავიწყეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალის გამეორებით,შემდეგ ვისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, ასევე დროში გაეწერილი შეფასება, შევადგინეთ შეფასების  გეგმა.  გავეცანიტ შეფასების ხუთ მიზანს.
 გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია powerpoint-ში.

ინტელის სასწავლო კურსის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს  ვისწავლეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მიზნები და ამოცანები, ასევე მიმართულების მიმცემი კიტხვები.